სამტრედიაში ახლადაშენებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი გაიხსნა

სამტრედიაში ოფიციალურად გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ცენტრი მუნიციპალიტეტის მასშტაბით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების ეფექტურ განხორციელებასა და მართვას.

ნახვა: 977

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაჟა სტურუა აირჩიეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგა. საკრებულოს პირველი სხდომა N 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძემ გახსნა.

ნახვა: 927

ანზორ მაჩიტიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი

სამტრედიაში დასრულდა ანზორ მაჩიტიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი, რომელიც წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო — ტურნირში მონაწილეობა 180-მდე მოჭადრაკემ მიიღო.

ნახვა: 847

„ნიკოობა 2025“

დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლეს ტრადიციულ ღონისძიებას — „ნიკოობა 2025“, რომელიც დიდი ქართველი მოაზროვნის, ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

ნახვა: 1540

სამტრედია — ახალი საწარმოების ცენტრი

სამტრედიაში იზრდება საინვესტიციო დაინტერესება და იქმნება ახალი საწარმოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებას. მიმდინარეობს კერძო სექტორის გააქტიურება — ახალი ობიექტების მშენებლობა და არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება.

ნახვა: 1057

სამტრედიაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვეს

მასწავლებლის პროფესიული დღის აღსანიშნავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

ნახვა: 949

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია

მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია სამტრედიაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 2022 წლიდან დღემდე ქალაქში 36 მრავალბინიან კორპუსს ჩაუტარდა სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია. მათ შორისაა კოსტავას, ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და ლაშა თევზაძის ქუჩები, ასევე რკინიგზელთა დასახლებაში მდებარე კორპუსები, სადაც 10-ზე მეტ შენობას ახალი სახურავი დაემატა.

ნახვა: 1277

ახალი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლიბა დასრულების ეტაპზეა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც დასრულების ეტაპზეა.

ნახვა: 1065