დავით ბახტაძე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. |
განათლება:
- 1991 წელს დაამთავრა სამტრედიის N4 რუსული საშუალო სკოლა.
- 1996 წელს დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. ამწე–სატრანსპორტო, საგზაო და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების ფაკულტეტი, ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით.
- 1999 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის დიდი ჯიხაიშის ინსტიტუტის საფინანსო დარგის, საკრედიტო, საგადასახადო, სოც. გარანტიებისა და ფასწარმოქმნის სამსახურის ორგანიზაციის სპეციალობა, ეკონომისტ–მენეჯერის კვალიფიკაციით.
შრომითი საქმიანობა:
- 2021 წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
- 2014 წლის 16 ივლისიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
- 2010–2014 წწ. ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება–დირექტორი.
- 2005–2010 წწ. შპს სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანება– დირექტორის მოადგილე.
- 1997–2005 წწ. სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანება. სახლმმართველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
- 1996–97 წწ. სამტრედიის საგადასახადო ინსპექცია.