×

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025 / 2026

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

         

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

სამტრედიის მე-10 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუასთან, პირველ მოადგილე ამირან თევდორაძესთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში სკოლაში არსებული სივრცეები სრულად მოწესრიგდება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული საგანმანათლებლო გარემო შეიქმნება. სამუშაოები მეორე სემესტრის დაწყებამდე დასრულდება.

„მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. საზოგადოებისთვის ცნობილია იმ სოფლების სკოლების პრობლემებიც, სადაც კონტრაქტორმა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, რის გამოც მშენებლობის პროცესი შეფერხდა. ამჟამად შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროექტები განახლდეს და ადგილობრივ მოსახლეობას კეთილმოწყობილი სკოლებით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

მე-10 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდებისთვის კომფორტული პირობების შექმნას, ასევე სასწავლო პროცესისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას. არსებული გეგმის მიხედვით, სამუშაოები მეორე სემესტრის დაწყებამდე დასრულდება“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

 

მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
 
მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
 
მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
 
მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
 
მე-10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია
 

 

ნახვა: 23

 

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი