სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის პრიორიტეტულად მიიჩნევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას.
მიმდინარე წელს, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსის გადახურვითი სამუშაოები შესრულდა. აქტუალურია და მიმდინარეობს საერთო სარგებლობის სივრცეების რეაბილიტაცია, მათ შორის კორპუსების ეზოების ასფალტის საფარით მოწესრიგება. ამ ეტაპზე, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ლატექსი'' ასფალტ ბეტონის საფარს აგებს დუნდუას ქუჩაზე N-1, 1 -ა ბინებში და აღმაშენებლის გამზირის N-314-ში. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, აღნიშნული კომპანია, მალე დაიწყებს სამუშაოებს რობაქიძის ქუჩაზე N-28 და N-65 ბინებში, ჯავახიშვილის ქუჩის N- 3, დაბა კულაშის რუსთაველის ქუჩის N-40 ში. ამავე მიმართულებით გათვალისწინებულია დაბა კულაშში, 9 აპრილის ქუჩაზე, საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელთან, თენგიზ ცაგურიასთან ერთად დაათვალიერა. როგორც დუნდუას ქუჩის მაცხოვრებელმა, ნუგზარ კუციამ აღნიშნა, კორპუსებს შორის ასფალტის დაგებით ადგილობრივების მთავარი პრობლემა გვარდება.
დავით ბახტაძე-,,მუნიციპალიტეტში მიმდინარე და შესრულებული თითოეული პროექტი მოსახლეობის მოთხოვნებზე და ინტერესებზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროექტების განხორციელბით ვფიქრობთ, ადგილობრივებისთვის კომფორტული საყოფაცხოვრებო პირობები შეიქმნება''.