მუნიციპალიტეტის სიახლეები
ღონისძიება მრავალფეროვან და საინტერესოდ დაგეგმილ აქტივობებს მოიცავდა და მიზნად ისახავდა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორმაღალის ე.წ. კოკოშელას უბანში და სოფელ მთისძირში, №9 ქუჩაზე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, სამუშაო თათბირი გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ და ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გზების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დიდ ჯიხაიშში, სერგეთის უბნის მიმდებარედ — 42-ე ქუჩაზე, პირველად იგება კაპიტალური გზა. აქამდე ამ ადგილზე მსგავსი სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.
ინფრასტრუქტურული განვითარების მასშტაბური პროცესები სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი ჩართულობით ხორციელდება.
ბაშში, ახლადრეაბილიტირებულ კულტურის ცენტრში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრისა და ბაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიება გაიმართა.
სამტრედიაში სააღდგომო მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 400 სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სააღდგომო ამანათები და, საჭიროებისამებრ, ფულადი დახმარება.