მუნიციპალიტეტის სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. პრიორიტეტია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მაღალმთიან სოფლებში, სადაც გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო.
დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ვაზისუბანში მცხოვრებ გეფერიძეების ოჯახსა და ქალაქ სამტრედიაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან თურმანიძეების ოჯახს ახლად აშენებული სახლები გადაეცათ.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დაბლა გომის მე-6 ქუჩაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტს დაესწრო.
ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა მძლეოსნობის მარათონი, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღანირში ახალი მინი სტადიონი გაიხსნა. ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სტადიონი გაიხსნა. პროექტი მიზნად ისახავს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურების უფროსები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.