ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი პროგრესულად მოაზროვნის, ნოვატორის,პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) სახლ-მუზეუმის ტერიტორია მოიცავს 3 ჰექტარ ნახევარ ფართობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული 1886 წელს აგებული მემორიალური შენობა- ნაგებობები: საცხოვრებელი სახლი, სადაც განთავსებულია მუზეუმის ფონდების 1414 ეგზემპლიარის ძირითადი ნაწილი. სამზადი და მარანი, სადაც განთავსებულია ნიკოლაძს მიერ უცხოეთიდან ჩამოტანილი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო იარარები. ეზოში დგას 1910 წელს აგებული ქარის წისქვილი. ჰექტარ ნახევარი უჭირავს ნიკოლაძის მიერ გაშენებულ დენდრო- პარკს.სამტრედია. სოფელი დიდი ჯიხაში |
ბორანი მდინარე რიონზე გადასასვლელი ბორანი 1918 წელს გაკეთდა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტს ვანის მუნიციპალიტეტს აკავშირებს. სამტრედია, სოფ. ახალსოფელი. |
წმინდა გიორგის მამათა მონასტერი წმინდა გიორგის მამათა მონასტერი XVI საუკუნით თარიღდება, ეკლესია ბაზილიკური სტილისაა. გადმოცემის თანახმად მთაზე სადაც ტაძარია აგებული "სანდო“-ს ეძახდნენ, რადგან კარგი სამალავი ადგილი იყო, ამჟამად ზანდოს ეძახიან. მთიდან იშლება კოლხეთის დაბლობის მშვენიერი ხედი.სამტრედია, სოფელი გამოჩნებული. |
სინაგოგა მე-17 საუკუნის 80 წლებში კულაშში თავადმა მიქელაძეებმა ხელი შეუწყვეს პირველი ებრაული ოჯახი ჩამოასახლებას. მე-18 საუკუნეში აქ პირველი სინაგოგა აშენდა. სამტრედია, სოფ. კულაში. |
იპოდრომი სახენოსნო სპორტული კლუბი 1964 წლიდან არსებობს, სადაც მისდევენ სხენოსნობის ეროვნულ სახეობებეს: ცხენბურთს, ისინდს, დორს და მარულას. საცხენოსნოში სხვა და სხვა სუფთა ჯიშის ცხენებია. ცხენზე ჯირითს მიმართავენ სხვა და სხვა დაავადების დროს სხეულის გაჯანსარების მიზნით. სამტრედია, წერეთლის ქუჩა. |
ტელეფისის ციხე ციხე ზედ გადაჰყურებს მდინარე რიონს, ციხე კონტროლს უწევდა იმ გზას, რომელზეც შეეძლო გაევლო სხვა და სხვა ლეგიონს. ციხე ცნობილია 553 წლის ომით. სწორედ ტელეფისის ციხედან უნდოდათ ირანელებს გაეძევებინათ ბიზანტიელებები. აქ გადიოდა ბიზანტია-ირანის საზღვარი. სამტრედია, სოფ. ტოლები. |