სამტრედია მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. ქუთაისიდან დასავლეთით 27 კილომეტრზე. იგი პირველად, ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII-საუკუნის II_ე ნახევარში, როგორც სოფელი. მას შემდეგ, რაც 1871-1872 წწ-ში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობა დასრულდა, სამტრედიამ შეიძინა ახალი ფუნქცია (რაც მის გეოგრაფიულ მდებარეობაზე არის დამოკიდებული) და გახდა სარკინიგზო კვანძი.ამის შემდეგ სამტრედია გვხვდება, როგორც დაბა. მოგვიანებით კი ის ქალაქის სტატუსს იძენს. სამტრედიის მუნიციპალიტეტი 15 ადმინისტაციულ ერთეულს აერთიანებს, რომელშიც 49 სოფელი 1 დაბა შედის.
ამჟამად მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 42200 ადამიანს შეადგენს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 36 სკოლა და 24 საბავშვო ბაღი. დღეს სამტრედია არის საავტომობილო და სარკინიგზო გზების კვანძი. მას ესაზღვრება საქართველოს 2 კუთხე, გურია და სამეგრელო. მოსაზღვრე ქალაქებია: წყალტუბო , ხონი , ვანი , აბაშა და ჩოხატაური. ქალაქიდან 10 კილომერში არის „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი“.
ქალაქში განვითარებულია ვაჭრობა. გარშემო სოფლებში აქტიურად მისდევენ: მესაქონლეობას , მეფრინველეობას , მეფუტკრეობას და სოფლის მეურნეობას. სამტრედიაში განვითარებულია სპორტული სახეობები. ქალაქს ჰყავს საფეხბურთო გუნდი , „ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონით“, რომელიც 15000ადამიანს იტევს. მოქმედებს სპორტული სკოლები სადაც ასწავლიან: კალათბურთს, ჭიდაობას, ჭადრაკს, კარატეს...სამტრედიას ჰყავს სარაგბო და ქალთა საფრენბურთო გუნდები. სამტრედიის მუნიციპალიოტეტის ნაბაკევის თემში ყოველწლიურად ტარდება ტრადიციული ქართული სპორტული ასპარეზობა „ლელობურთი“. განსაკუთრებით არსანისნავია , რომ სამტრედიაში არის იპოდრომი, სადაც საცხენოსო სპორტის რამდენიმე სახეობაში იმართება შეჯიბრებები. ქალაქში არის სპორტული საცურაო აუზი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურით. აქ ფუნქციონირებს „ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრი“. თეატრი, სახელოვნებო და სამუსიკო სკოლები.
სამტრედიამ ბევრი საამაყო შვილი აღუზარდა სამშობლოს, რომლებთაც XIX , XX და XXI საუკუნეების საქართველოს ისტორიაში ღირსეული ადგილი უკავიათ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი ასევე საინტერესოა ტურიზმის მიმართულებით. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობები. საგულისხმოა , რომ სამტრედია არის იმ იშვიათ მუნიციპალიტეტებს შორის , სადაც მოსახლეობა დღემდე აქტიურად იყენებს მდინარე რიონზე არსებულ ბორანს. ქალაქში არის ბალნეოლოგიური კურორტი, გოგირდოვანი წყლებით, რომელიც რამდენიმე სახეობის დაავადებებს კურნავს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გერბი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის დროშა

| # | ბაგა-ბაღები | მისამართი | მმართველი | ტელეფონის ნომერი |
| 1 | 1 ბაგა-ბაღი | ჭანტურიას ქ. 72 | მარინა შენგელია | 595 30 28 40 |
| 2 | 2 ბაგა-ბაღი | პაპავას ქ. 10 | ინგა კვერნაძე | 599 75 45 85 |
| 3 | 3 ბაგა-ბაღი | ლ. თევზაძის ქ. 3 | მზია ვაშაკიძე | 577 08 34 64 |
| 4 | 4 ბაგა-ბაღი | თამარ-მეფის ქ. 4 | ნანა დუნდუა | 599 97 34 40 |
| 5 | 5 ბაგა-ბაღი | ელიავას ქ. 23 | მაია ჯღამაძე | 599 33 93 87 |
| 6 | 6 საბავშვო ბაღი | რესპუბლიკის ქ. 242 | ლინა შენგელია | 599 37 72 17 |
| 7 | 7 ბაგა-ბაღი | რობაქიძის ქ. 220 | ქეთევან ზამთარაძე | 555 49 79 50 |
| 8 | 1 საბავშვო ბაღი | ძვ. სამტრედიის ქ. 4 | თამარ ჩაჩუა | 595 30 28 42 |
| 9 | 9 ბაგა-ბაღი | კაკაბაძის ქ. 12 | ნანა უგულავა | 599 31 29 69 |
| 10 | 10 ბაგა-ბაღი | ბაუსკას ქ. 8 | ქეთევან შაშიაშვილი | 577 40 46 00 |
| 11 | 11 ბაგა-ბაღი | კოსტავას ქ. 168 | თეა წვერავა | 595 30 28 46 |
| 12 | ჯიხაიშის 1 ბაგა-ბაღი | სოფ. ჯიხაიში | ცისანა ლეკვეიშვილი | 595 30 28 44 |
| 13 | ჯიხაიშის 2 ბაგა-ბაღი | სოფ. ჯიხაიში | ლიდა ახობაძე | 555 35 62 94 |
| 14 | ზედა გომის ბაგა-ბაღი | სოფ. გომი | ეკატერინე თევზაძე | 555 02 28 78 |
| 15 | საჯავახოს საბავშვო ბაღი | სოფ. საჯავახო | ნაზი კოპალეიშვილი | 558 57 78 98 |
| 16 | კულაშის ბაგა-ბაღი | დაბა კულაში | თამილა ბენიძე | 558 25 44 00 |
| 17 | ეწრის საბავშვო ბაღი | სოფ. ეწერი | დოდო მანჯგალაძე | 599 93 28 71 |
| 18 | ნაბაკევის ბაგა-ბაღი | სოფ. ნაბაკევი | ეკა სანაძე | 595 30 44 01 |
| 19 | იანეთის ბაგა-ბაღი | სოფ. იანეთი | მედეა ბელქანია | 577 05 21 42 |
| 20 | ღანირის საბავშვო ბაღი | სოფ. ღანირი | ლელა ქავზინაძე | 595 19 89 08 |
| 21 | ტოლების საბავშვო ბაღი | სოფ. ტოლები | ციცო კოკელაძე | 577 57 39 55 |
| 22 | დაბლა გომის ბაგა-ბაღი | სოფ. დაბლა გომი | სოფო გოგიშვილი | 595 38 43 73 |
| 23 | ბაშის ბაგა-ბაღი | სოფ. ბაში | მაკა ათაბაგი | 577 99 44 09 |
| 24 | გორმაღლის საბავშვო ბაღი | სოფ. გორმაღალი | ლელა შანიძე | 577 62 87 53 |







