სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იანეთის მე-9 უბანში, ე.წ. მესხების დასახლებაში რამადანის დასრულების დღესასწაულს დაესწრნენ.
,,სამტრედიის Მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სხვადასხვა ეროვნების, ეთნიკური ჯგუფების და აღმსარებლობის წარმომადგენელთა მრავალფეროვნებით.დღეს ჩვენი მასპინძლები იანეთის მე-9 უბანში მცხოვრები, ჩვენი მოძმე მუსლიმი მესხებია. ეს ბრწყინვალე ადამიანები დღეს რამადანის დასრულების დღესასწაულს ზეიმობენ. ჩვენც შევუერთდით დღესასწაულის აღნიშვნას, ვულოცავთ მათ და ვუსურვებთ წარმატებებს, მშვიდობას და კეთილდღეობას .'