სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.
დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა..
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგოც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.
აქტიურად მიმდინარეობს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სპორტ-კომპლექსის და საცურაო აუზის რეაბილიტაცია, მრავასართულიანი ბინების ფასადების მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა. .
იგეგმება ახალსოფლის ბორანის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სამტრედია – ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ტურისტული მარშუტი იქნება.
დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. სამტრედიში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული და მათ საუკეთესო ინტერესებზე არის მორგებული."