მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ გორმაღალში, დევაძეების უბანში, ხიდ-ბოგირი ეწყობა. ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ზემო ნოღაში, ეცადეიშვილების უბანში, მეწყერისგან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს.
ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს მოსაცდელების მოწყობა შემდეგ ლოკაციებზე - სოფ. იანეთი მე - 9 უბანი , სოფ. დაფნარისა და ოფეთის დამაკავშირებელ გზა, ბახტაძის ქუჩა ( მემორიალის მიმდებარედ), ა. კალაძის ქუჩა ( ერთ ჭადართან), გრიბოედოვის და ხორავას ქუჩის კვეთასთან (ბაძგნარში).
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.