ბოლო წლებში სამტრედიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ურბანული სივრცეების რეაბილიტაციაა. განახლდა ქალაქის მიმდებარე არაერთი ყოფილი ინდუსტრიული ტერიტორია, რომლებიც წარსულში საინვესტიციო ზონებად ითვლებოდა, თუმცა დროის განმავლობაში დაკარგა ფუნქცია. ამ სივრცეების თანმიმდევრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას და ინვესტიციების მოზიდვას.
ურბანული გარემოს გაჯანსაღება და ეკონომიკური ზონების განვითარება მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს. ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ განახლებული ზონები იყოს მიმზიდველი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. უკვე შეიმჩნევა კერძო სექტორის მზარდი ინტერესი — წლები უმოქმედოდ მყოფ სივრცეებში დღეს ახალი საწარმოების შექმნის ტენდენცია მკვეთრად შეიმჩნევა.
ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ახალი საწარმო „გოლდ პაკი“, რომელიც შესაფუთ მასალებს აწარმოებს. საწარმოში უკვე დასაქმებულია 85 ადამიანი, რომელთაგან 25 ადგილობრივი მაცხოვრებელია. მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამტრედიისთვის, რადგან ისინი ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და ამაღლებენ მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას. სამტრედია განაგრძობს განვითარებას თანამედროვე ურბანული მიდგომების და ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით.
მუნიციპალიტეტი წარმატებით ტრანსფორმირდება ინვესტიციებისთვის მიმზიდველ სივრცედ, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკასა და დასაქმების შესაძლებლობებს..














