სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება

ნოღაში უკვე დაწყებულია გზის დაგების სამუშაოები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უფრო კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ნახვა: 1123

19 სექტემბერი. დღის განრიგი საზეიმო გაფორმება. ქალაქი სადღესასწაულოდ მორთული იქნება. მოეწყობა: ფოტოზონები, ფერადი ბურთები და ალმები

ნახვა: 1348

ახალი სასწავლო წლის დაწყება სამტრედიაში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან თინა ხარძიანთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.

ნახვა: 1100

სამტრედიაში მდინარეებისა და არხების გაწმენდისა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ოთხი ძირითადი მდინარისა და არხის — ლოღობის, ჭურთავას, ფერჩხულას და ეწრის დამშრობი არხის გაწმენდისა და გაფართოების მასშტაბური სამუშაოები. მიმდინარე პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან ერთად გაეცნო.

ნახვა: 1220

დავით ბახტაძემ ნორჩ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა

საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ასაკობრივმა ჯგუფმა საერთაშორისო ტურნირში ,,Ateitis Cup" მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ნორჩმა ფეხბურთელებმა ღირსეულად წარმოაჩინეს მუნიციპალიტეტი და დაამარცხეს ძლიერი გუნდები.

ნახვა: 1165

სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა

ბოლო პერიოდში აღნიშნულ სივრცეში ჩატარდა ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები — მოეწყო ტრიბუნა, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, გადაიხურა თავლა, რაც მაყურებელთათვის კომფორტულ პირობებს ქმნის.

ნახვა: 1421

სამტრედიაში 2008 წლის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ჩემპიონი ფალიაშვილის გუნდი გახდა

სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 14 გუნდი.

ნახვა: 1390

სამტრედიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას  პატივი მიაგეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ნახვა: 1438

სოფელ ნაბაკევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ფაზაშია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფელ ხუნჯულაურს ნაბაკევთან დააკავშირებს.

ნახვა: 1337