სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სასკოლო ჩემპიონთა ლიგა მათემატიკაში "კოლხეთის თასი" ჩატარდა.
პირველი ტური 21 მაისს გაიმართა, მასში 12 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ბათუმის ქართულ ამერიკული სკოლა სამტრედიაში, ხელვაჩაურის საჯარო სკოლა, ქუთაისის N-32 და N-33 საჯარო სკოლები, აბაშის მეორე საჯარო სკოლა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლა, სამტედიის N-1 , 2 , 3 , 10 , 11 , მელაურის საჯარო სკოლები.
,,კოლხეთის თასის,, ჩატარების იდეის ავტორი გოჩა გაბუნიაა, რომელსაც ირგანიზებაში სრული მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ , საგანმანათლებლო რესურს- ცენტრმა, მათემატიკის სასკოლო ჩემპიონთა ლიგას მე-11 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
სასკოლო ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
დავით ბახტაძე-,,ამაყი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდრბი გვყავს. წარმატებები თითოეულ მათგანს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ მათი კეთილდღეობისთვის და საუკეთესო მომავლისთვის''.
შეჯიბრიში, რომელშიც 60 მოსწავლე მონაწილეობდა, ჯგუფური პრინციპით ჩატარდა ,,კოლხეთის თასს,, სჯიდა კომპეტენტური ჟიური მათემატიკის მასწავლებელთა შემდეგი შემადგენლობით-ვერიკო ჯიჯელავა მეორე საჯარო სკოლა, გულივერ მესხი მესამე საჯარო სკოლა, გოჩა გაბუნია პირველი საჯარო სკოლა და მიხეილ ამაღლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 11 ივნისს გაიმართა . ფინალში ერთმანეთს სამტრედიის პირველი, მე-3 და მე-11 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. საპრიზო სამეულს თასები, მედლები სიგელები და ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებულ მოსწავლეთა პედაგოგები ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.
მესამე ადგილი დაიკავა მესამე საჯარო სკოლამ, მეორე ადგილზე პირველი საჯარო სკოლა გავიდა , შეჯიბრის ლიდერი 68 ქულით მეთერთმეტე საჯარო სკოლა გახდა და პირველი ადგილი დაიკავა.
ინდივიდუალური პრიზები მიიღეს შემდეგმა მოსწავლეებმა , საუკეთესო მერვეკლასელი სოფო ციცვიძე სამტრედიის მესამე საჯარო სკოლა ,საუკეთესო მეცხრეკლასელი გიორგი ნადარეიშვილი ქუთაისის N-33 საჯარო სკოლა ,საუკეთესო მეათეკლასელი მიხეილ ნიკურაძე სამტრედის პირველი საჯარო სკოლა ,საუკეთესო მეთერთმეტე კლასელი შოთა შალამბერიძე სამტრედიის 11 საჯარო სკოლა.