სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილეთან, გია მეიშვილთან ერთად შობა-ახალი წელი მიულოცა სხვადასხვა უწყების რეგიონულ სამსახურებს, რომელთა თანამშრომლები შობა-ახალი წლის დღეებშიც სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობის და წესრიგის სადარაჯოზე.
დავით ბახტაძე- ,,გილოცავთ ახალ 2023 წელს! ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ. მადლობა კეთილსინდისიერი შრომისათვის და საქმისადმი ერთგულებისათვის, რასაც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის მიუხედავად ეწევით. თქვენ საზოგადოების მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების გარანტი ხართ!”