დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიაში მოსული უხვი თოვლის გამო, მუნიციპალიტეტის მერიამ გზების გაწმენდის პროცესი დილიდან დაიწყო. სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ, რათა ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილება შეუფერხებლად გაგრძელდეს.