სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო „სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებში, დევნილებსა და ეკომიგრანტებისათვის აშენდება სათბურები (ზომები: 80, 120 ან 160 კვ.მ).
<pპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია დევნილს/ეკომიგრანტს, რომელსაც ჰყავს 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და რომელიც ჩვენგან არ არის დაფინანსებული 2022 და შემდეგ წლებში. განაცხადის მე-2 გვერდზე მოცემულია ინსტრუქცია, თუ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება.
პროგრამა ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სათბურები აშენდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე.
განაცხადები მიიღება 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში (მისამართი: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; ქ. გორი, სამების ქუჩა N1; ქ. რუსთავი, ცურტაველის 5ა; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27; ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.) შესაძლებელია ელექტრონულად გამოგზავნა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..
დამატებით ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ტელ.: 032 2 14 02 43.