სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში, გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული, უძველესი ტრადიციების მატარებელი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა.
დღეს ახლადრეაბილიტირებული კულტურის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.
კულტურის სახლის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ქორეოგრაგრაფიულმა ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, მუსიკალურო სკოლისა და ცეკვის ანსამბლებმა გაალამაზეს.
კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტოს ფარგლებში დაფინანსდა, სადაც ამ ეტაპზე 50 ბავშვი სწავლობს.
დავით ბახტაძე-,,დასრულდა ბაშის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს სოფელ ბაშში ადგილობრივი ახალგაზრდების შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას. დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს და გახსნის ცერემონიის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის."