მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა"აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დღეს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალით გაიხსნა.
ადგილობრივმა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლებმა და მეზობელი მუნიციპალიტეტების ვანისა და ხონის შემოქმედებითმა კოლექტივებმა კონცერტის დაწყებამდე მსვლელობა მოაწყვეს სამტრედიის ცენტრალურ ქუჩებში.
მოგვიანებით ,, ქორეოგრაფიული ფესტივალი 2024 " ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის კულტურის ცენტრში გაიმართა, ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
კონცერტის ბოლოს ღონისძიებაში მონაწილე შემოქმედებითი კოლექტივები დაჯილდოვდნენ.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შემდეგი ღონისძიებები
26 სექტემბერი ფოლკლორის საღამო 17:00 სთ. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ფოლკლორის საღამო მგალობელ-მომღერალთა გუნდი „მასპინძელო“-ს, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების, კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლ „სამტრედია“ და ქალთა ანსამბლ „ათინათის“ მონაწილეობით.
28 სექტემბერი სახალხო დღესასწაული „ნიკოობა“ 13:00 სთ-დან 1 სოფელ დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება სახალხო დღესასწაული „ნიკოობა“
29 სექტემბერი სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა 2024“ 11:00სთ – 22:00სთ ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე.