სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის ინიციატივით, მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ლაშა თევზაძის ქუჩაზე მდებარე ჩოგბურთის კორტებზე 9-10-11 სექტემბერს ჩატარდა სამტრედიის ღია ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის მამაკაცთა კატეგორიაში.
მოყვარულთა შორის საჩოგბურთო ტურნირში, რომელიც ერთეულთა შორის და წყვილთა თანრიგში ჩატარდა, მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოყვარული ჩოგბურთელები მათ შორის ფოთის , ოზურგეთის, წალენჯიხის, ქუთაისის, ბათუმის და სამტრედიის წარმომადგენლები. ჯამში 40 მონაწილემ იასპარეზა.
ტურნირის მსაჯი და ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ სამტრედიის ჩოგბურთის სკოლის ხელმძღვანელი სოფია შარანგია.
ჩოგბურთის ჩემპიონატის მიმდინარეობს, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, მოადგილე გიორგი მეიშვილი და მერიის განათლების,კულტურის ,სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე ესწრებოდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული ერთეულთა თანრიგში გახდა გიორგი მარგველაშვილი (ქუთაისი ) , რომელსაც ფულაფი პრიზი გადაეცა 1000 ლარის ოდენობით . მეორე ადგილზე ასევე ქუთაისელი ზურა პაქსაძე გავიდა და ის 500 ლარით დაჯილდოვდა.
რაც შეეხება წყვილთა თანრიგს პირველი ადგილი ზურა პაქსაძის და თაზო არეშიძის წყვილმა მოიპოვა.(ქუთაისი) Მეორე ადგილზე გიორგი ფონაძის და ანზორ ქათამაძის წყვილი გავიდა .(ქუთაისი) .პირველ და მეორე ადგილზე გასულ წყვილებს 500 და 300 ლარი გადაეცათ.
გამარჯვებულები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულად ჯილდოებთან ერთად თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.