×

საჯარო ინფორმაცია

ბრძანება და განკარგულება

საინფორმაციო დოკუმენტაცია

საკრებულოს ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო გეგმა

საკრებულოს სხდომის ოქმები

ბიუროს სხდომის ოქმები

კომისიის სხდომის ოქმები

ბიუჯეტი: 2021 / 2022 / 2023 / 2024 / 2025

შესყიდვების წლიური გეგმა

განხორციელებული შესყიდვები

მივლინების ხარჯები

რეკლამის ხარჯები

საკომუნიკაციო ხარჯები

ტექნიკური ხარჯები

საწვავის ხარჯები

წარმომადგენლობითი ხარჯები

აუქციონები

ტენდერები

პრეზიდენტისთვის და პარლამენტისთვის წარსადგენი ანგარიში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

სამართლებრივი გადაწყვეტილებები

გასაჩივრების წესები

შემოგვიერთდი

  სამუშაო საათები
09:00 - 18:00

მუზეუმების საერთაშორისო დღეს, რომელსაც 1977 წლიდან მსოფლიოს 150 ქვეყანა აღნიშნავს, ყოველწლიურად უერთდება სამტრედია.

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა შინაარსობრივად მრავალფეროვან ღინისძიებებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

,,მნიშვნელოვანია, რომ აქ დღეს შეინიშნება ახალგაზრდების სიმრავლე. ნიკო ნიკოლაძის აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მათ უკვე ბევრი იციან და სწორედ ეს არის იმედის მომცემი. ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ საქიანობაში, რომელსაც ნიკო ნიკოლაძე ემსახურებოდა,” აღნიშნა დავით ბახტაძემ.

დღეს დიდ ჯიხაიშში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ქალაქ ფოთის სამხატვრო სასწავლებლის წარმომადგენლობა, რომლებმაც მოდელირების, კერამიკის, მინანქრის, ხისა და მინის მხატვრული დამუშავების ნამუშვრებით დედაენისა და სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი უნიკალური ნივთები გამოფინეს. როგორც სასწავლებლის ხელმძღვანელმა, მაია კოკაიამ აღნიშნა, მათი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუის მეგობრობა სხვა მასშტაბებს იძენს და კიდევ უფრო ფართოვდება. მათ მუზეუმს სასწავლებელში დამზადებული სანათი გადასცეს, რომელიც ერთ დროს ნიკო ნიკოლაძეს უსახსოვრეს, როგორც ქალაქ ფოთის მერს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემატიკას მიეძღვნა სამტრედიის მე-2 საჯარო სკოლის მიერ წარმოდგენილი საინტერესო ღონისძიება. სტუმრებს კი შესანიშნავი მეგზურობა გაუწიეს დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის გიდებმა. საინტერესო ნამუშევრები გამოფინა ხელოვანმა გიორგი მეშველიანმა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქუთაისი ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეთა კალიგრაფიული ხელწერის ნიმუშები.

,,დიდი მადლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც მუდმივად გვერდით გვიდგას მსგავსი სახის ღონისძიებებში და გვიჭერს მხარს. დღევანდელი დღის მიზანია კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, რამეთუ ის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წარსულს არ ეკუთვნის, ის დღევანდელობის ნაწილია და შთაგვაგონებს უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას,” აღნიშნა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა გიორგი ფანცულაიამ.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმში მუზეუმის საერთაშორისო დღე აღინიშნა
 
ნახვა: 1013

 პეტიცია

მიიღე მონაწილება თვითმართველობის განხორცილებაში...

 გამოკითხვა

დააფიქსირე შენი აზრი მიმდინარე მოვლენებზე...

 შენი იდეა მერს

ჩაერთე რეგიონის განვითარებაში, მიმართე იდეით მერს...

 უკუკავშირი

ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში...

მხარდაჭერა

კონტაქტი

  ქ.სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  ორშაბათი - პარასკევი

  09:00 - 18:00 

არქივი