მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან თინათინ ხარძიანთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვა.
დავით ბახტაძე-,,სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება. წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენა, თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ვულოცავ თითოეულ მათგანს და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ ყველანი ვამაყობთ თითოეულით.''
სამტრედიია მასშტაბით სულ 95 ოქროს და ვერცხლის მედალოსანია.
აქედან 73 ოქროს, ხოლო 22 ვერცხლის მედალი.