×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მოადგილესთან, გია მეიშვილთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, მერი არაბიძეს, 18 - 29 მარტს მონტენეგროში მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული მიულოცა.

დავით ბახტაძე- "მინდა მივულოცო ყველას ეს წარმატება. ჭადრაკში გამარჯვებებით მერისგან ყოველთვის განებივრებულები ვიყავით. მერიმ ამჯერადაც უდიდესი წარმატების მოპოვება შეძლო. ვამაყობთ, რომ ეს უნიჭიერესი მოჭადრაკე სამტრედიიდან არის."

მერი არაბიძე - "გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ ქალაქს და ბატონ დავითს გულთბილი მიღებისთვის და მოლოცვისთვის, ეს ყველაფერი დამატებით სტიმულს მომცემს და სამომავლო გამარჯვებებში დამეხმარება".

შეგახსნებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ ევროპული ჭადრაკის ისტორიაში მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება. მერის კარიერაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ჯამში 14 მედალი აქვს მოპოვებული, აქედან ექვსი ოქროს მედალია.

სამტრედიის მერმა მერი არაბიძეს ევროპის ჩემპიონობა მიულოცა
 
Hits: 2126

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive