×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს, სააღდგომო ნობათი მიუტანა.

დავით ბახტაძე - ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ფენაზე ზრუნვა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება. მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები მომავალშიც იქნება მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული."

ვლადიმერ მსხილაძე- ,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მომიტანეს ნობათი. ასევე, ჩემს შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც დახმარება გამეწია. ყოველმხრივ ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს, რომელმაც როგორც კი გაიგო ჩვენი საჭიროების შესახებ იმ წამიდან გვერდით გვიდგას და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს."

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სააღდგომო ნობათი ა(ა)იპ სახლი თანადგომის ბენეფიციარებსაც მიუტანეს. სააღდგომო ნობათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მა ოჯახმა მიიღო.

 

სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა
 
სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა
 
სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით სააღდგომო ნობათი დარიგდა
 

Hits: 2091

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive