×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლეს ტრადიციულ ღონისძიებას — „ნიკოობა 2025“, რომელიც დიდი ქართველი მოაზროვნის, ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

დღის განმავლობაში გაიმართა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და სწრაფი ესკიზების შექმნა, მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ნიკო ნიკოლაძე“, ასევე ამხანაგური მატჩი ჭადრაკში. დღესასწაული დასრულდა საზეიმო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები — „მასპინძელო“, „იმედი“, „ჩანგი“, „ალილო“, „ლილე“, „ფანტაზია“, „ორუდილა“ და სხვა შემოქმედებითი კოლექტივები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, და სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ლელა ბარამაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ნიკო ნიკოლაძის უდიდესი წვლილი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის გზაზე. „ნიკოობა“ ტრადიციულად რჩება სამტრედიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულად — ერთიანობის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის სიმბოლოდ.

 

„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 
„ნიკოობა 2025“
 

 

Hits: 1456

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive