×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლებში, იუსტიციის სახლის 126-ე ფილიალი გახსნა.

დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, თანამედროვე სტანდარტის შენობაში, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისი.

ტოლების იუსტიციის სახლი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და თანამედროვე ინვენტარით; შენობა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

იმერეთის რეგიონში ამჟამად 27 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს; ასევე, იმერეთის რეგიონს ემსახურება 3 მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც 15 სოფელს ფარავს.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც სამინისტროს მთავარ მიზანს − სერვისების მუდმივ განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ტოლების იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ სამტრედიის მერი დავით ბახტაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ლევან ზალკალიანი და სხვა მოწვეული სტუმრები. 

 

ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 
ტოლებში იუსტიციის სახლი გაიხსნა
 

 

Hits: 356

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive