×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა ახალი ხიდის მშენებლობა, რომელიც სოფელ ხუნჯულაურს ნაბაკევთან დააკავშირებს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ორი სოფლის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კავშირის სრულყოფილად აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას.

მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. მათ მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაოების მიმდინარეობის დეტალები განიხილეს.

ხიდის მშენებლობა თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ იგი სრულად მოემსახურება მოსახლეობას, როგორც უსაფრთხო, ასევე კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

 

სოფელ ნაბაკევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
 
სოფელ ნაბაკევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
 
სოფელ ნაბაკევში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულების ფაზაშია
 

 

Hits: 1241

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive