×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საჯარო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იგეგმება. აღნიშნული დელეგირება გულისხმობს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.

საჯარო სკოლების წარმომადგენლებს წარედგინათ პროცედურები, რომლებიც აუცილებელია რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საუბარია მცირე მოცულობის სარემონტო სამუშაოებზე, რაც სკოლების ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

მერმა, შეხვედრისას, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მაგალითზე ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა.

 

სამუშაო შეხვედრა განათლების ინფრასტრუქტურაზე
 
სამუშაო შეხვედრა განათლების ინფრასტრუქტურაზე
 
სამუშაო შეხვედრა განათლების ინფრასტრუქტურაზე
 
სამუშაო შეხვედრა განათლების ინფრასტრუქტურაზე
 

 

Hits: 1483

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive