×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება შიდა ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ ეტაპზე ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კორმაღალის ე.წ. კოკოშელას უბანში და სოფელ მთისძირში, №9 ქუჩაზე.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

აღნიშნულ ლოკაციებზე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაზრდის გადაადგილების უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით. სამტრედიის მუნიციპალიტეტი აგრძელებს მიზანმიმართულად მუშაობას სოფლის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე და მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფ რეაგირებას.

 

გზის რეაბილიტაცია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
 
გზის რეაბილიტაცია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
 
გზის რეაბილიტაცია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
 
გზის რეაბილიტაცია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში
 

 

Hits: 176

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive