×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე არხების, გარე განათებების და მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია- ასე გამოიყურება პროექტების ნუსხა, რომელიც ამჟამად, სამტრედიაში 34 ლოკაციაზე აქტიურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ლაშა თევზაძის ქუჩაზე პირველი და მე-3 ბინის ფასადების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამორტიზირებული კედლები თანამედროვე, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული მასალით შეიფუთება, შეიცვლება კარ-ფანჯარა. სრულიად ახალი იერსახე მიეცემა აღნიშნულ კორპუსებს და უბანს. შესაბამისად ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად ქალაქის იერსახეც მნიშვნელობნად გაუმჯობესდება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ნათია პაპავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

დაბით ბახტაძე - ,, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია, სხვა მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.'' '

✔გასულ წელს, მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროექტები, განხორციელდა კოსტავას ქუჩაზე, ე.წ ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალსართულიანი ბინის, ლაშა თევზაძის N 2 და N4 ბინების და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში. რეაბილიტირდა თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მრავალსართულიანი ბინების ფასადები.

 

სამტრედიაში 34 ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 34 ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 34 ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 34 ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 34 ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 

 

Hits: 760

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive