×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის მოთხოვნების და ინტერესების გათვალისწინებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის 31 პროექტი გზების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან ერთად დღეს გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში - ქორეისუბანში, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი სამ კილომეტრამდე მონაკვეთზე იგება. ქორეისუბანში კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ზედამხედველობას შესაბამისი სამსახურები უწევენ, ამ ეტაპისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების 70 პროცენტი განხორციელებულია, სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.

დავით ბახტაძე - ,,ჩვენს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს , სხვადასხვა ლოკაციებზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები ეწყობა , მათ შორის ისეთ უბნებში სადაც კაპიტალური გზა არასოდეს ყოფილა ,ერთ- ერთი ასეთი ლოკაციაა ქორეისუბანი , აღნიშნულ სოფლამდე მისასვლელი მთავარი გზა 30 წელზე მეტია ინფრასტრუქტურულად გაუმართავი იყო. ჩვენი დაკვეთით ქორეისუბანში ასფალტის საფარი იგება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ანხორციელებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას გადაადგილების კომფორტული პირობები შეექმნება.''

 

სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 
სამტრედიაში 60-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს
 

 

Hits: 978

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive