×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

იაპონელების ვიზიტი დღეს სამტრედიაში საკურას ნერგების განაშენიანებით გაგრძელდა.

საკურას 100 ნერგი სამტრედიისთვის საჩუქრად გუშინ ჩამოიტანეს. სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცეებში საკურას ხეივანი გაშენდება, რაც ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ ჩაითვლება.

დავით ბახტაძე- ,,იაპონიის სიმბოლოს-საკურას სამტრედიაში გაშენებით ხელს ვუწყობთ სამტრედიაში იაპონური კულტურის შემოსვლას. იმ აქტივობებს შორის, რომელიც იაპონელთა ვიზიტის ფარგლებში დავგეგმეთ, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანია.”

სტუმრები სამტრედიაში სანიკიძის ღვინის მარანს ეწვივნენ. მათთვის ქართული ღვინის წარმოების და უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გაცნობა საინტერესო აღმოჩნდა.

დღესვე სტუმრები ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ფერხისს” ესტუმრნენ და ქარული ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ.

,,ძალიან მოგვწონს სამტრედია და აღფრთოვანებულები ვართ თქვენი სტუმარ-მასპინძლობით. წლების წინ როდესაც თქვენი დღევანდელი მერი გავიცანი, მე პირადად ვუწინასწარმეტყველე, რომ ის იქნებოდა მომავალი მერი. ვხედავ ძალიან გალამაზებულია სამტრედია. ძალიან სწრაფად ვითარდება აქაურობა. ჩვენც გვინდა ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ ქალაქის განვითარებაში და დავისახოთ ერთობრივი გეგმები, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს ქალაქ მიტოიოს და სამტრედიას'', განაცხადა შირონაკა ტოშიფუმიმ.

 

სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ  საკურას  ხეივნები გაშენდება
 
სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ  საკურას  ხეივნები გაშენდება
 
სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ  საკურას  ხეივნები გაშენდება
 
სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ  საკურას  ხეივნები გაშენდება
 
სამტრედიაში ქართულ-იაპონური მეგობრობის სიმბოლოდ  საკურას  ხეივნები გაშენდება
 

 

Hits: 2192

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive