×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დღეს მუნიციპალოტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განიხილული ყველა ის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში, პირველ ადგილს კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს.

2024 წელს სრულად განახლდება ,,მომავლოს პარკი”, განთავსდება ახალი ატრაქციები და მოეწყობა ინფრასტრუქტურა.

დაგეგმილია მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება, ქალაქის ცენტრალური და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა.

წელსვე დაგეგმილია ერთ-ერთი მაღალმთიანი ზონის, ოფეთის ადმინისტრაციული ერთეულისკენ მიმავალი გზის ბეტონის საფარით მოწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება გაღმა ზონის არაერთ მიმართულებაზე.

,,მსგავსი შეხვედრებით ჩვენ ვადასტურებთ სამშენებლო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამოკიდებულებას. თქვენ ხართ ის რგოლი, რომელთა ხარისხიანი და დროულად შესრულებული სამუშაო პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ინტერესების დაცვასთან. ჩვენი სურვილია 2024 წელი ისევე დატვირთული იყოს შესრულებული პროექტებით, როგორც 2023 იყო,” აღნიშნა დავით ბახტაძემ.

 

სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 
სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 
სამშენებლო კომპანიების და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 

 

Hits: 2403

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive