×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

დავით ბახტაძემ, მერის სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის მერმა საბჭოს წევრებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიმდინარე, დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების ირგვლივ ისაუბრა. ასევე განიხილა მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც ამ დღეებში საკრებულოს წარედგინება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავალი 2 996.9 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც მოქალაქეების საჭიროებებზე, სოციალურ და სხვადასხვა მიმართულებებზე დაიხარჯება.

შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა, მერის მოადგილე გია მეიშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

დღევანდელ შეხვედრაზე მერმა, მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ჩამოყალიბების პროცესშია ახალგაზრდული საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც უკვე არსებული საბჭოს გაფართოების და მასში მოტივირებული ახალგაზრდების გაწევრიანებასაც გულისხმობს. საამისო მზაობა უკვე გვაქვს.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში.

თამაზ მურღულაია საზოგადოება სამტრედიელის ხელმძღვანელი და მრჩეველთა საბჭოს წევრი -,, ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად გალამაზდა და განვითარდა ჩვენი მუნიციპალიტეტი. ძალიან მოგვწონს ეს ყველაფერი. ბევრი საქმის მიუხედავად მერი ყოველთვის ახერხებს მრჩეველთა საბჭოსთან შეხვედრას და ჩვენი აზრის მოსმენას. ეს ძალიან მნიშვნლოვანია. ვგრძნობთ, რომ ჩართული ვართ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში და აზრს გვეკითხებიან, რაც ძალიან მნიშვნლოვანია. მადლობა მას ამისთვის."

 

 

Hits: 2426

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive