×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

"საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სასწავლო წლიდან გაიხსნება.

75 აღსაზრდელზე გათვლილი შენობა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დავით ბახტაძე - ,,დასრულებულუა შენობის სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება და მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება.

მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ახალი პროგრამა, რომლის მიხედვით ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ამ კუთხით სამტრედიაშიც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სულ მალე დაიწყება კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობა. ჩვენი მიზანია მომავალი თაობა ღირსეულ პირობებში გაიზარდოს".

 

სამტრედიაში იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი  ბაგა-ბაღის მშენებლობა სრულდება
 
სამტრედიაში იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი  ბაგა-ბაღის მშენებლობა სრულდება
 
სამტრედიაში იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი  ბაგა-ბაღის მშენებლობა სრულდება
 

Hits: 2180

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive