News Of The Municipality
N2 სამუსიკო სკოლა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ , სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ და პარლამენტის წევრმა იმედა ნიკურაძემ გახსნეს.
სამტრედიის საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დღეს 16 სექტემბერს დაიწყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის ინიციატივით, მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, ლაშა თევზაძის ქუჩაზე მდებარე ჩოგბურთის კორტებზე 9-10-11 სექტემბერს ჩატარდა სამტრედიის ღია ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის მამაკაცთა კატეგორიაში.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მერიაში, სახელმწიფო გრანტის მფლობელ სამტრედიელ პირველკურსელებს უმასპინძლა. მერიისგან თითოეულ გრანტოსან სტუდენტს საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადეცა.
ამჯერად, კაპიტალური გზა იგება გომის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფ. მთისძირში მესამე ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე კაპიტალურო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
ნაჩხეტაურში სპორტული მოედანი მოეწყო. საფეხბურთო მოედნის გახსნის დღეს საფუძველი ჩაეყარა უბნებს შორის ტურნირს.
#სამტრედია #ილორის_იპოდრომი #დოღი. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის, საცხენოსნო სპორტული კლუბის, ხალხური ეროვნული ცხენოსნობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში სამტრედიის გრან-პრი გათამაშდა.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართბელობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის მხარდაჭერით და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მერიასთან არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ახალგაზრდული პარლამენტის წევრებისთვის შემეცნებითი ხასიათის ინფო-ტური მოეწყო.























