×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სოფელ ბაშში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, ასევე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გერმანელი ტურისტები საქართველოში სოფლის მეურნეობის კულტურების გასაცნობად ჩამოვიდნენ და სოფელ ბაშში გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერეს.

გერმანელ ტურისტებს და ქართველ სტუდენტებს მეგზურობა გაუწიეს მუნიციპალიტერის მერმა დავით ბახტაძემ , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და შპს ,, ლურჯი ბაშში,, -ს დამფუძნებელმა დავით კალანდაძემ.

დავით ბახტაძე- ,,სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სამტრედიას უდიდესი პოტენციალი აქვს აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ამის თვალსაჩინო მაგალითია კონპანია ,,ლურჯი ბაში" . ამ საქმეში მათ დაეხმარა სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა - დანერგე მომავალი.

დღეს ბაშში იმყოფებიან ჩვენი უცხოელი მეგობრები გერმანიის გეტინგემის უნივერსიტეტიდან, რომლებიც საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნული კულტურის გაშენების და მოვლის პროცესს აკვირდებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივ მზადყოფნაში ვართ მსგავს წამოწყებებს გვერდით დავუდგეთ და განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.''

დავით კალანდაძე - მინდა ავღნიშნო რომ ჩვენი მეურნეობა გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით .

განსაკუთრებული მადლიერი ვართ ადგილობრივი ხელისუფლების, რომელიც ყველანაირად მხარში გვიდგას და ისეთ პრობლემებს გვიგვარებს რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ გადავჭრით, ვინაიდან საქმიანობა ახალი დაწყებული გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს და მის გუნდს.''

 

სამტრედიაში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ
 
სამტრედიაში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ
 
სამტრედიაში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ
 
სამტრედიაში გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ექსპედიციით იმყოფებოდნენ
 

Hits: 2277

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive