×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

რაც გვეამაყება და გვაერთიანებ #ესდღეჩვენია! სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

შთამბეჭდავი იყო წელს სამტრედიაში პირველად, სამხედრო ტექნიკის გამოფენა. რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დამთვალიერებელთა დიდი ნაკადი სწორედ ამ ლოკაციაზე შეინიშნებოდა.

მუნიციპალიტეტში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში.

საზოგადოებას დღესვე მიეცა შესაძლებლობა ადგილობრივი მხატვრებისა და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრები დაეთვალიერებინა, რომელიც ასევე რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში იყო შესაძლებელი.

დამოუკიდებლობის დღეს არც ქართული ჭიდაობის გარეშე ჩაუვლია. საჭიდაო დარბაზში ფალავნების ბრძოლა გაიმართა.

დიდი ინტერესი მოჰყვა ოთხ დისტანციაზე ილორში არსებულ იპოდრომზე გამართულ ძველ ქართულ საცხენოსნო სანახაობებს. მაყურებელმა იხილა ეროვნული სახეობები ისინდის, ცხენბურთის, დოღისა და ყაბახის. ცხენოსნობის სახვადასხვა სახეობებში საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებზე გასულები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოთი, საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

დღის კულმინაცია კი ანსამბლ „ქართული ხმების“ გალა კონცერტი იყო. მათ სცენაზე ცნობილი ჰიტები ააჟღერეს და სამტრედიელებს კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო უსახსოვრეს.

დავით ბახტაძე-,,საუკუნეების მანძილზე ბრძოლით მოპოვებულ თავისუფლებას ქართველი ხალხი ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ინარჩუნებდა. ეს არ არის ადვილი საქმე. ჩვენ დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთობით, მამულის, ენისა და სარწმუნოების პატივისცემით წინ, გამარჯვებისკენ უნდა ვიაროთ.”

#26მაისი 

 

დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 
დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში
 

 

Hits: 419

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  info.samtredia@samtredia.gov.ge

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive