საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, წელს პირველად, ჩატარდა სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სახალხო თეატრები. მონაწილეობდა 13 მუნიციპალიტეტი.
რიგმა სახალხო თეატრებმა წარმოადგინა კოპროდუქციები სახელმწიფო თეატრებთან ერთად.
სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის დრამატული თეატრი და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი კოპროდუქციით, რეჯინალდ როუზის "12 განრისხებული მამაკაცი" - თ წარსდგა თეატრალური საზოგადოების წინაშე.
რეჟისორებმა გიორგი სიხარულიძემ და ვეფხია ნადირაძემ ორიგინალურად წარმოადგინეს ყველასათვის კარგად ნაცნობი პიესა, რითაც ჟიურის კარგი შეფასება დაიმსახურეს და სამ საპრიზო ადგილს შორის მესამე ადგილი დაიკავეს.
დავით ბახტაძე - " ვულოცავ სამტრედიას, ყველა სამტრედიელს დმანისისა და სამტრედიის თეატრებს ამ დიდ წარმატებას. Მადლობას ვუხდი რეჟისორებს, მსახიობებს და მთელ შომოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისათვის. Მოხარული ვარ რომ ასე გამოცოცხლდა თეატრალური სამყარო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს."
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს თეატრალური იმერეთის ფესტივალი, სადაც 24 ივნისს ჩვენი მუნიციპალიტეტის თეატრი წარსდგება იგივე სპექტაკლით.