მუნიციპალიტეტის სიახლეები
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალს დაესწრო. მატჩი თამარ მეფის ქუჩაზე, თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე გაიმართა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაფინანსების ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელიც ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა.
ინიციატივის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სხვადასხვა სახეობის 386 ნერგი დარგეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელბურთის 22-ე საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ახალგაზრდული ფესტივალი 2026“ გაიმართა. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ სსიპ ახალგაზრდული სააგენტოსგან მოპოვებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე უძღვებოდა.
ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის დახურულ სპორტულ დარბაზში ვაჟთა შორის კალათბურთში იმერეთის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს.






















