ქალაქ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელ ლაშა ნიკოლეიშვილთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ავტოსადგომი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც საფეხბურთო ცენტრით მოსარგებლეთა, ისე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებისა და მომსახურების პირობებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში პარალელურად მიმდინარეობს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მათ შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება და სხვადასხვა კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის იერსახესა და მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოს.














