დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოს სხდომა მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარმე ნუგზარ ჯამბურიამ გახსნა.
სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს წევრები, მერიის სამსახურის უფროსები და ადგილობრივი მოქალაქეები.
მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ საკრებულოს მიულოცა ახალი სამუშაო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა. მერმა ისაუბრა სამტრედიაში მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ,, მოგახსენებთ, რომ 2022 წელი სამტრედიისთვის წარმატებული იყო. განხორციელდა, როგორც ადგილობრივი ასევე ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები. მიმდინარე წელსაც თითოეული პროექტი თუ პროგრამა ხალხის ინტერესებზე მორგებული და მათ საჭიროებებიდან გამომდინარე იქნება. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებას“