სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, კაპიტალური გზა იგება ე.წ. ნინუა კუთხეში მე-11 ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე კაპიტალურო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება.
მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.