×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

25 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნათია პაპავა, საკრებულოს მრჩეველი გენდერულ საკითხებში თამილა კეკელიძე და საბჭოს რამდენიმე წევრი შეხვდნენ.

ახალგაზრდა პარლამენტარებმა ყურადღებით მოისმინეს გენდერული საბჭოს წევრის, ლევან გაბეჩავას ვრცელი საუბარი 1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენას რომ შეეხებოდა. აღინიშნა იმ წვლილის შესახებაც, რაც ამ მოვლენებში წარმოშობით სამტრედიელებმა შეიტანეს, კიდევ ერთხელ გააცნეს ახალგაზრდებს სამტრედიელი ფემინისტი ქალბატონის, ეკატერინე (კატო) მიქელაძის ცხოვრების ეპიზოდები, საუბარი, ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვასაც შეეხებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

საათნახევრიანი აქტივობის შემდეგ გამოითქვა სურვილი მსგავსი აქტივობები მეტი სიხშირით გაიმართოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას.

 

წლის დასაწყისში დამტკიცებული და მოწონებული სამუშაო გეგმის შესაბამისად მუნიციპალური გენდერული საბჭო მუშაობას განაგრძობს
 
წლის დასაწყისში დამტკიცებული და მოწონებული სამუშაო გეგმის შესაბამისად მუნიციპალური გენდერული საბჭო მუშაობას განაგრძობს
 

Hits: 1195

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive