×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიაში რაგბის საფესტივალო თამაშები ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოს რაგბის კლუბების წარმომადგენლებმა, 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა.

სპორტულ ღონისძიება, რომელშიც ჯამში 400-მდე ნორჩი რაგბისტი ჩაერთო, რაგბის კავშირის ეგიდით და მუნიციპალიტეტიის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. საფესტივალო თამაშებს სამტრედიის რაგბის კლუბ ფენიქსის სარაგბო სტადიონმა უმასპინძლა.

საფესტივალო თამაშებს ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტახე, ვეტერანი რაგბისტები : კლუბ ,,აიას,, შენადგენლობაში დავით ცხვარაძე ,ასევე კლუბ ,,აიას,, ლეგენდარული მორაგბე ბართლომე ხამაშურიძე და საქართველოს რაგბის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა.

რაგბის ფესტივალში მონაწილე ნორჩ რაგბისტებს დიპლომები გადაეცათ, საპრიზო ადგილოსანი გუნდები ფულადი პრიზებითა და თასებით დასაჩუქრდნენ.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტახე- ,,საქართველოს რაგბის კავშირსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად სამტრედიის რაგბის კლუბი ,,ფენიქსი'' სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს, ამის ნათელი დადასტურებაა დღევანდელი სარაგბო ფესტივალი, რომლის გამართვა ემსახურება მიზანს რაც შეიძლება მეტი ბავშვი დაინტერესდეს სპორტის ამ სახეობით და ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდებისთვის სასარგებლო ყველა ინიციატივას მხარს მომავალშიც აქტიურად დაუჭერს''.

 

სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 
სამტრედიაში  რაგბის ფესტივალი ჩატარდა
 

Hits: 2302

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive