×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მე-11 საჯარო სკოლაში დღეს სტარტი აიღო მათემატიკაში სასკოლო ჩემპიონთა ლიგამ ,,კოლხეთის თასი''.

მათემატიკურ ტურნირში როგორც სამტრედიის, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯაროს კოლები არის ჩართული.

"კოლხეთის თასის" იდეის ავტორი და აღმასრულებელი, გოჩა გაბუნიაა.

შეჯიბრში თითოეულმა სკოლამ თითო გუნდი წარმოადგინა, ნახევარფინალში ექვსი სკოლა გადავიდა. გამარჯვებული ექვსეული ასე გამოიყურება:

  1. მეთერთმეტე საჯარო
  2. მესამე საჯარო
  3. პირველი საჯარო
  4. ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
  5. სამტრედის მეათე საჯარო.
  6. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა.

ჟიურიმ სასკოლო ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე ექვსი სკოლის გუნდი ,რომლებიც ნახევარფინალში ვერ გადავიდნენ, ღირსეული მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა.

სასკოლო ჩემპიონატს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

დავით ბახტაძე- ,,ერთი თვალსაჩინო ფაქტია ყველასათვის, რომ მათემატიკა რთული საგანია სკოლაში, მაგრამ ვინც იცის მათემატიკა, ის წარმატებულია სხვა საგნებში, ასევე მათემატიკის მცოდნე ახალგაზრდებისთვის გამკლავება სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებთან დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მინდა პედაგოგებს, მშობლებს და ბატონ გოჩას დიდი მადლობა ვუთხრა ამ საუკეთესო ინიციატივისათვის''.

ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები მომდევნო შაბათ-კვირას გაიმართება.

ლიგის გამარჯვებულს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდო გადაეცემა.

 

კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 
კოლხეთის თასი
 

Hits: 1934

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive