×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან ერთად, ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელბურთის 22-ე საერთაშორისო ტურნირის გახსნას დაესწრო.

ტურნირი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის დახურულ დარბაზში მიმდინარეობს და მასში ვაჟთა რვა და გოგონათა ოთხი გუნდი მონაწილეობს.

ვაჟთა შორის ერთმანეთს მოლდავეთის, სომხეთის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, ქუთაისის, წყალტუბოსა და სამტრედიის გუნდები ეჯიბრებიან, ხოლო გოგონათა შორის — ბათუმის, ზუგდიდის, წყალტუბოსა და სამტრედიის გუნდები.

მუნიციპალიტეტის მერმა მონაწილეებს წარმატებები უსურვა და სპორტული ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მსგავსი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია. ეს შეჯიბრება ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, გამოცდილების მიღებისა და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საშუალებას აძლევს. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ სპორტული ტრადიციის გაგრძელებაში მონაწილეობს“, — აღნიშნა დავით ბახტაძემ.

ტურნირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება და ხელს უწყობს ხელბურთის პოპულარიზაციასა და სპორტული კავშირების გაღრმავებას.

სამტრედიაში ვახტანგ ხელისუფალისა და მილერი ქიშმარიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელბურთის 22-ე საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
 
Hits: 40

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive

↑