×

Join Us

         

  Working Hours
09:00 - 18:00

აქამდე წელიწადში ერთხელ 1 000-ლარიან დახმარებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ის სტუდენტები იღებდნენ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე იყო. ცვლილების შედეგად, მერიიდან 1000 ლარს მიიღებენ სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-მდეა.

სიახლე დაინერგა მერიის განათლების პროგრამაშიც. პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები, რომლებიც რომელიმე პროფესიულ სასწავლებელში მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან, აკადემიური მოსწრების შესაბამისად მიიღებენ დაფინანსებას:

  • კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, თეორიული სწავლის პერიოდში — 400 ლარს ყოველთვიურად;
  • ფრიადი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, თეორიული სწავლის პერიოდში — 500 ლარს ყოველთვიურად.

პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები ახალგაზრდებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი შესაძლებლობების რეალიზებას და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

 

 

Hits: 16

 

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 

 Survey

Express your opinion on current events...

 

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive