×

Join Us

  Working Hours
09:00 - 18:00

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე „ახალგაზრდული ფესტივალის“ მონაწილეებს შეხვდა. ფესტივალში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის ფარგლებში მერმა ახალგაზრდებთან სამტრედიის ისტორიაზე, მუნიციპალიტეტის დღევანდელობასა და განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების როლზე, მათ ჩართულობასა და ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„ახალგაზრდების განათლება, განვითარება და მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების ენერგია, ცოდნა და ახალი იდეები სამტრედიის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია. ჩვენი მიზანია, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივებითა და შესაძლებლობებით აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის შექმნაში“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

„ახალგაზრდული ფესტივალის“ ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ ზაზა ადეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან".

ახალგაზრდები, ფესტივალის ფარგლებში, დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმსაც ეწვივნენ და ლექციას – „ნიკო ნიკოლაძე - ახალი ეპოქის განმანათლებელი“ დაესწრნენ.

ფესტივალი „მომავლის პარკში“ გალა კონცერტით დასრულდა.

მსმენელის წინაშე წარდგნენ მარიკო ებრალიძე, ნინუცა ბედიანიშვილი, ტატო გოდერიძე, მირიან ბერიძე, ნატა დევდარიანი, თათია დევდარიანი, „ქართული ხმები“, გიგა პაპასკირი და ზუკა ხუციშვილის ბენდი.

ღონისძიებას სალომე გოგიაშვილი უძღვებოდა.

სამტრედიაში ახალგაზრდული ფესტივალი მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაიმართა  სამტრედიაში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
 
Hits: 26

 Petition

Take part in the implementation of self-governance…

 Survey

Express your opinion on current events...

 Your idea to the Mayor

Get involved in the development of the region, address the Mayor with your idea…

 Feedback

Increasing of involvement degree in local self-governance...

Support

Contact

  Samtredia, Republic Str. N6

  571 81 19 13

  samtredia.kancelaria@gmail.com

  www.samtredia.gov.ge

  Monday - Friday

  09:00 - 18:00 

Archive