სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება აქტიურად გრძელდება. რუხაძის ქუჩაზე ახალი მინი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
სტადიონი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
ახალი სპორტული სივრცე მუნიციპალიტეტში რიგით 38-ე მინი საფეხბურთო მოედანია და ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სპორტის მოყვარულებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის შესაძლებლობას მისცემს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოსახლეობას სპორტისთვის შესაბამისი პირობები შეექმნას.














